ხატია დეკანოიძე - საქართველოში თავისუფალ მართლმსაჯულებას ვერ ვხედავ და ეს არაერთხელ დამტკიცდა
ხატია დეკანოიძე - საქართველოში თავისუფალ მართლმსაჯულებას ვერ ვხედავ და ეს არაერთხელ დამტკიცდა

ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანაში იყოს ისეთი მართლმსაჯულება, რომელიც არავითარ კითხვას არ ბადებს,  – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ბუტა რობაქიძის საქმის განაჩენთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, ის კონკრეტულად აღნიშნული საქმის განაჩენს არ იცნობს.

„მე არ ვიცნობ განაჩენს, მართლა არ მინახავს. ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანაში იყოს ისეთი მართლმსაჯულება, რომელიც არ დაბადებს არავითარ კითხვას. მე ვერ ვხედავ საქართველოში თავისუფალ მართლმსაჯულებას და ეს დამტკიცდა არაერთხელ. რეალურად, ჩვენ ერთად ზუსტად იმისთვის ვიბრძვით, რომ მართლმსაჯულება, სასამართლო სისტემა, ბრალდება იყოს ადეკვატური იმ დემოკრატიული პრინციპებისა, რომელიც უნდა იყოს და არა იმ პრინციპების, რომელსაც ემხრობა საქართველოს ხელისუფლება“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

სასამართლომ ბუტა რობაქიძის საქმეზე ყოფილი მაღალჩინოსნები  – დავით იაშვილი, გურამ დონაძე, ზურა მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და ზაზა ბაქრაძე დამნაშავედ ცნო.