ხატია დეკანოიძე - საქართველოში კანონის უზენაესობის კუთხით მძიმე ფონია, ამიტომ მოსამართლეებს სანქციებს არავინ მოუხსნის
ხატია დეკანოიძე - საქართველოში კანონის უზენაესობის კუთხით მძიმე ფონია, ამიტომ მოსამართლეებს სანქციებს არავინ მოუხსნის

საქართველოში კანონის უზენაესობის კუთხით მძიმე ფონია, ამიტომ მოსამართლეებს სანქციებს არავინ მოუხსნის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

დეკანოიძეს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებებს, რომლითაც საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიმართავენ, დაიწყოს საუბარი ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნის საკითხზე.

„„ქართული ოცნება“ სასამართლო კლანს აშანტაჟებს, ისინი – პირიქით. ამასობაში, ორივე ერთად ქმნიან კანონის უზენაესობის მძიმე ფონს, რაც საქართველოშია და ამიტომ მათ სანქციებს არავინ მოუხსნის. კორუმპირებული მოსამართლეები, რომლებიც კეთილსინდისიერების ტესტის გავლაზე უარს ამბობენ, უფრო ძლიერად იკიდებენ ფეხს, რადგან „ქართული ოცნება“ სწორედ სასამართლო სისტემის კლანზე დგას. ვხედავთ, რომ „ვეტინგზე“ სერიოზულ უარს ამბობენ. ამ ხელისუფლების პირობებში კეთილსინდისიერების შემოწმება არ მოხდება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.