ხატია დეკანოიძე - საარჩევნო სისტემაზე „ქართული ოცნების“ რიტორიკა შესუსტდა, დაველოდოთ, რას შემოგვთავაზებენ
ხატია დეკანოიძე - საარჩევნო სისტემაზე „ქართული ოცნების“ რიტორიკა შესუსტდა, დაველოდოთ, რას შემოგვთავაზებენ

საარჩევნო სისტემაზე „ქართული ოცნების“ რიტორიკა შესუსტდა, დაველოდოთ, რას შემოგვთავაზებენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„ჩვენი პოზიცია არ იცვლება; პირველი – მაქსიმალური თანაფარდობა პროპორციულ მხარეს და ეს თანაფარდობა მაქსიმალურად მიახლოებული უნდა იყოს საქართველოს მოსახლეობის ნებასთან და მეორე ეს არის სისხლის სამართლებრივი საქმეების შეწყვეტა პოლიტიკურად დევნილ ადამიანებზე, პოლიტპატიმრების გამოშვებაზე.

ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია საქართველოს მოქალაქეების წინაშე და იმ პოლიტპატიმრების მიმართ, ვინც იდევნებიან პოლიტიკური მარლთმსაჯულების მიერ. ასე რომ, ახალი პოზიციის დაფიქსირება არ შემიძლია. ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, „ქართული ოცნების“ რიტორიკა შესუსტდა. ისინი ჯერ საუბრობდნენ 100/50-ზე, მერე 40-ზე, მერე ჩამკეტებზე, ახლა კი ლაპარაკობენ, რომ მათთვის არაფერი პრობლემა არ არის. ოპოზიციას პოზიცია არის ერთიანი ნამდვილად დაველოდოთ, რას წარმოადგენენ. აქ ძალიან მნიშვნელოვანია მართლმსაჯულება. ეს დევს ოპოზიციის შეთავაზებაში“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ამასთან, ხატია დეკანოიძემ აშშ-ის ელჩთან შესაძლო შეხვედრაზე ისაუბრა.

„შემიძლია, დაგიდასტუროთ, სავარაუდოდ, ელჩთან შეხვედრა იქნება. ვერ გეტყვით ზუსტ დროს, როდის იქნება, არ ვიცი. მათი გადასაწყვეტი იყო, რა ფორმატში შეხვდებოდნენ ოპოზიციურ პარტიებს. ყველანაირი კომუნიკაცია მისაღებია“, – განაცხადა დეკანოიძემ.