ხატია დეკანოიძე - საარჩევნო კოდექსში ცვლილებების დროს ეუთო/ოდირის დასკვნის დიდი ნაწილი საპარლამენტო უმრავლესობამ არ გაიზიარა
ხატია დეკანოიძე - საარჩევნო კოდექსში ცვლილებების დროს ეუთო/ოდირის დასკვნის დიდი ნაწილი საპარლამენტო უმრავლესობამ არ გაიზიარა

ჩვენი პარტნიორების განცხადებები სავსებით გასაზიარებელია, იმ კუთხით, რომ რა შენიშვნებიც ჰქონდა მაგალითად ეუთო/ოდირს საპრეზიდენტო არჩევნებზე, ამ შენიშვნების დიდი ნაწილი არ იყო გათვალისწინებული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, მოსყიდვა, დაშინება, ძალადობა, საარჩევნო უბნებზე ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება და ყველას კარგად ახსოვს კოორდანატორების, ქუჩის კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანების მობილიზება საარჩევნო უბნებთან.

„რეალურად, ეუთო/ოდირის დასკვნის დიდი ნაწილი სამწუხაროდ, საპარლამენტო უმრავლესობამ არ გაიზიარა. ჩვენმა პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, რომ ვერ ვიქნებოდით კონსენსუსის ნაწილი, იმ შემთხვევაში, როდესაც არ იყო გათვალისწინებული, მათ შორის ეუთოს დასკვნის რეკომენდაციები. ჩვენი ამოცანაა, რომ ქვეყანაში ნორმალური არჩევნები ჩატარდეს, ნორმალური წინასაარჩევნო ვითარება იყოს. ეს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ჩვენ პოზიციას, საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას და ინტერესებს ხელისუფლება არ იზიარებს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დატოვე კომენტარი