ხატია დეკანოიძე - სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ საზღვარგარეთ, როდესაც წამოდგება და პოლიტიკური მართლმსაჯულება არ იქნება მძლავრი იარაღი ხელისუფლების ხელში, მზად არის, განიხილოს საქართველოში ჩამოსვლა
ხატია დეკანოიძე - სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ საზღვარგარეთ, როდესაც წამოდგება და პოლიტიკური მართლმსაჯულება არ იქნება მძლავრი იარაღი ხელისუფლების ხელში, მზად არის, განიხილოს საქართველოში ჩამოსვლა

მესმის, რომ ხელისუფლება სააკაშვილის თავდებობის სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევას დააპირებს, მაგრამ ეს არ არის სამართლებრივი საკითხი, ეს პოლიტიკური საკითხია, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ხატია დეკანოიძემ.

დეკანოიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მეგობრები და გუნდის წევრები თავდებობას სრულად იზიარებენ.

„დაუყონებლივ შეიქმნას საერთაშირისო ექიმების გუნდი მაღალი ავტორიტეტის სამედიცინო დაწესებულებებიდან, როგორიც არის მაგალითად ჯონს ჰოპკინსის ჰოსპიტალი. მზად ვარ, ამაში ჩავერთო და მინდა, სახალხო დამცველს ვთხოვო, ისიც ჩაერთოს ამ ინიციატივაში. ძალიან მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ რეალურად აღიაროს, რა მძიმე გამოწვევის წინაშე დგას ქვეყანა და რა მძიმე გამოწვევის წინაშე დგას მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე. მეორე, პოლიტიკური თავდებობა ჩემი, როგორც პარლამენტის წვერის, საქართველოს მოქალაქის, ფრაქციის თავმჯდომარის და ჩემი მეგობრების, რომლებიც ყველანი საჯარო პირები არიან, რომ ჩვენ თავდებში ვუდგებით მიხეილ სააკაშვილს, იგი საზღვარგარეთ გადაიყვანონ. ჩვენ აქ ვართ და ყველა შესაძლებლობა, მათ შორის სამართლებრივი, უნდა განვიხილოთ ამ მიმართულებით.

ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური საკითხი, ეს ჰუმანიტარული საკითხია და საქართველოს ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ძალიან მალე ბრიუსელსა და ევროპულ დედაქალაქებში დაიწყება განხილვა საქართველოსთვის კანდიდატის საკითხის მინიჭებასთან დაკავშირებით და ჩვენ ამ ისტორიულ მომენტს ვხვდებით სწორედ ის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეშია და ის მოპყრობა, რომელიც უთანაბრდება არაადამიანურ მოპყრობას. ხელმოწერები იქნება, ეს საჯარო პოლიტიკური განაცხადია. მე მესმის, რომ სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევას დაუპირებს ამას უმრავლესობა, მაგრამ ეს არ არის სამართლებრივი საკითხი, ეს პოლიტიკური საკითხია. ამიტომ, შესაბამისად, ყველას, ვისაც აქვს სურვილი, განაცხადი გააკეთოს, შესაძლებელია, გააკეთოს. ჩვენ, მისი მეგობრები და გუნდის წევრები ამ თავდებობას სრულად ვიზიარებთ. ეს პოლიტიკური განაცხადია, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ტყვეა და იგი უნდა იყოს გადაყვანილი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ამასთან, ხატია დეკანოიძემ კომენტარი გააკეთა, საზღვარგარეთ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის შემდეგ, რა პირობით დაბრუნდება ის საქართველოში.

„მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე ამასთან დაკავშირებით განაცხადი გააკეთა. ახლა მთავრია, მისი სიცოცხლე გადარჩეს. ახლა მთავარია, მას სრული რეაბილიტაციის საშუალება მიეცეს. ეს რეაბილიტაცია გულისხმობს იმას, რომ მან, როგორც თქვა მაშინ, როდესაც იქნება რეალური ცვლილებები, აღარ იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის საფრთხე, მაშინ როდესაც პოლიტიკური მართლმსაჯულება არ იქნება ისეთი მძლავრი იარაღი ხელისუფლების ხელში, იგი მზად არის, განიხილოს ეს შესაძლებლობა, როდესაც წამოდგება და საშუალება ექნება, რომ რეალურად ჯანმრთელობა გადაირჩინოს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ორგანოს მიმართავენ და მიხეილ სააკაშვილს თავდებში უდგებიან, თუკი ხელისუფლება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას დათანხმდება, მკურნალობის შემდეგ დაბრუნდება საქართველოში და წარდგება სასამართლოს წინაშე.