ხატია დეკანოიძე - სააკაშვილი შიმშილობს, მაგრამ კარგადაა, ის ჩამოვიდა, რომ რეჟიმს ებრძოლოს
ხატია დეკანოიძე - სააკაშვილი შიმშილობს, მაგრამ კარგადაა, ის ჩამოვიდა, რომ რეჟიმს ებრძოლოს

ღარიბაშვილის დღევანდელი მიმართვა არის მორიგი მაგალითი ივანიშვილის და მისი ხელისუფლების გამორჩეული სიმდაბლის. ამ მიმართვას მხოლოდ ერთი შეფასება აქვს, ყველაზე უფრო ამაზრზენი დამოკიდებულების გამოხატვა, რომლისაც პუტინის პროპაგანდისტებსაც შეშურდებოდათ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიზანი ისტორიის გადაწერაა.

ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი არა სამართლიანი მართლმსაჯულება, არამედ ისტორიის გადაწერა და ვარდების რევოლუციისთვის შეურაცხყოფის მიყენებაა, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს დამცირება. მიხეილ სააკაშვილი, ივანიშვილისა და პუტინის პირადი ტყვე, ოლიგარქის ყველაზე მძიმე კოშმარია. სააკაშვილი შიმშილობს, მაგრამ ის კარგადაა. მისთვის საქართველოს მომავალი უმნიშვნელოვანესია. მიშა ჩამოვიდა იმისთვის, რომ რეჟიმს ებრძოლოს. ახლა, სააკაშვილის გისოსებს მიღმა უფრო თავისუფალია, ვიდრე ოლიგარქის რომელიმე მსახური. ის მხნედაა და ჩვენ აუცილებლად ვიქნებით რეჟიმის დასრულების ავანგარდში“, – განაცხდა დეკანოიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ღია წერილი გაავრცელა.

დატოვე კომენტარი