ხატია დეკანოიძე - როგორც პოლიციის ყოფილმა უფროსმა, შემიძლია გითხრათ, რომ პოლიცია სპეცაღჭურვილობით, პატრული თუ უბრალო უბნის ინსპექტორი, ყველა საშინლად იღლება, მათი რაოდენობა სასრულია, ჩვენი - არა
ხატია დეკანოიძე - როგორც პოლიციის ყოფილმა უფროსმა, შემიძლია გითხრათ, რომ პოლიცია სპეცაღჭურვილობით, პატრული თუ უბრალო უბნის ინსპექტორი, ყველა საშინლად იღლება, მათი რაოდენობა სასრულია, ჩვენი - არა

მეგობრებო, როგორც პოლიციის ყოფილმა უფროსმა, შემიძლია გითხრათ, რომ პოლიცია სპეცაღჭურვილობით, პატრული, კრიმინალური პოლიცია თუ უბრალო უბნის ინსპექტორი – ყველა საშინლად იღლება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ისინი 24 საათის განმავლობაში სამუშაო რეჟიმში არიან, ავტობუსში ისხდებიან თუ გდდ-ს ბაზაზე – განსაკუთრებული მნიშვნელობა ამას არ აქვს.

ფიზიკურად გამომფიტავია მუდმივ სტრესში, სიცივეში და სპეცაღჭურვილობით დაძაბული ყოფნა. პასუხისმგებლობაც და დავალებებიც ღლის.

მათ არ შეუძლიათ სახლში წასვლა, ვერ იკვებებიან კარგად, ეძინებათ. თან, როგორც წესი, გულში უფროსობით აუცილებლად უკმაყოფილოები არიან.

ძალიან იღლებიან და არანაირი მითოლოგია მათ უკან არ არსებობს. მათი რაოდენობა სასრულია. ჩვენი – არა“,- წერს დეკანოიძე სოციალურ ქსელში.