ხატია დეკანოიძემ რიყის პარკში შეკრებილ მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო
ხატია დეკანოიძემ რიყის პარკში შეკრებილ მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ რიყის პარკში შეკრებილ მოსახლეობას ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე წარუდგინა.

შეხვედრაზე ხატია დეკანოიძემ საარჩევნო პროგრამაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, მთავარი პრიორიტეტი კეთილდღეობა და უსაფრთხოება იქნება.

ხატია დეკანოიძე ისნის მოსახლეობას გამარჯვების შემთხვევაში პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.

„ჩემი მთავარი პრიორიტეტი იქნება კეთილდღეობა და უსაფრთხოება. ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა არის, რომ პოლიტიკოსები ხშირად არაგულწრფელი, ფარისევლური და ჰაერისგან შემდგარი განცხადებებით არიან გაჟღენთილი. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში აეწყოს დიდი ხიდი ადამიანებსა და პოლიტიკოსებს შორის. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მეგობრები, ისნის მოსახლეობა მოგვცემს ხმას, მე აქ დავდებ პირობას. მე ვიქნები მათი წარმომადგენელი ყველა იმ პრობლემის საჯაროდ მოგვარებისთვის, რაც აქვს დღეს თითოეულ ოჯახს, არა მარტო ისანში, არამედ საქართველოში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დატოვე კომენტარი