ხატია დეკანოიძე - პროპაგანდისტული მანქანა გამოიყენებს ყველას და ყველაფერს, ამიტომ იმედი მაქვს, მერაბიშვილი მსგავს პოლიტიკურ განცხადებებს მოერიდება
ხატია დეკანოიძე - პროპაგანდისტული მანქანა გამოიყენებს ყველას და ყველაფერს, ამიტომ იმედი მაქვს, მერაბიშვილი მსგავს პოლიტიკურ განცხადებებს მოერიდება

პროპაგანდისტული მანქანა გამოიყენებს ყველაფერს. ამიტომ იმედი მაქვს, მერაბიშვილი მსგავს პოლიტიკურ განცხადებებს მოერიდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძეს საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ „უკრინფორმის“ მედიაცენტრში გაკეთებულ განცხადებებზე დაუსვეს კითხვა.

„ვანო მერაბიშვილს უნდა ჰკითხოთ, რატომ აკეთებს ასეთ განცხადებას და საუბრობს ამაზე. პროპაგანდისტული მანქანა გამოიყენებს ყველას და ყველაფერს. ამიტომ იმედი მაქვს, რომ მერაბიშვილი მსგავს პოლიტიკურ განცხადებებს მოერიდება“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

ვანო მერაბიშვილმა 10 მარტს „უკრინფორმის“ მედიაცენტრში განაცხადა: „მე, როგორც ქართველს, მრცხვენია, რომ საქართველო არ მონაწილეობს, არ არის უკრაინის მოკავშირე ამ ომში“. ამასთან, მერაბიშვილმა აღნიშნა: „ვაპირებთ, დავიწყოთ მასობრივი საპროტესტო აქციები, ჩვენი მთავარი მიზანია მთავრობის შეცვლა და საქართველოში პროდასავლური, პროუკრაინული მთავრობის მოსვლა“.