ხატია დეკანოიძე - პოლიტპატიმრებისა და საარჩევნო ადმინისტრირების საკითხები დღის წესრიგიდან არ გამქრალა
ხატია დეკანოიძე - პოლიტპატიმრებისა და საარჩევნო ადმინისტრირების საკითხები დღის წესრიგიდან არ გამქრალა

მოთხოვნებზე როდესაც ვსაუბრობდით, გვქონდა სამი ძირითადი მოთხოვნა: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი რიგგარეშე არჩევნები ან ნებისმიერი იარაღი, ინსტრუმენტი, რომელიც მიგვიყვანდა ჩვენ იმ გზამდე, რომელსაც ახალი არჩევნები ჰქვია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი მოთხოვნა ასეთ ინსტრუმენტად დასახელებისას იყო პლებისციტი. დეკანოიძე ამბობს, რომ თუ მსგავსი კონსენსუსი გამოიძებნება, კარგი იქნება.

დეკანოიძის განმარტებით, პოლიტპატიმრებისა და საარჩევნო ადმინისტრირების საკითხები დღის წესრიგიდან არ გამქრალა.

„ჩვენ მოთხოვნებზე როდესაც ვსაუბრობდით, გვქონდა სამი ძირითადი მოთხოვნა: პოლიტპატიმრების განთავისუფლება, ახალი რიგგარეშე არჩევნები ან ნებისმიერი იარაღი, ინსტრუმენტი, რომელიც მიგვიყვანდა ჩვენ იმ გზამდე, რომელსაც ჰქვია ახალი არჩევნები ერთ-ერთი ჩვენი წარდგენილი მოთხოვნა ასეთ იარაღად დასახელებისას იყო პლებისციტი. თუ ასეთი კონსენსუსი გამოიძებნება, იქნება ძალიან კარგი, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს ის ორი საკითხი, რომელიც პოლიტპატიმრებს და საარჩევნო ადმინისტრირების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნის წესს ეხება, ეს არ გამქრალა დღის წესრიგიდან“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.