ხატია დეკანოიძე - პირობას ვდებ ჩემი ბებიის და ბაბუის საფლავზე, რომ ამ ქვეყანას გავათავისუფლებთ ოლიგარქისგან
ხატია დეკანოიძე - პირობას ვდებ ჩემი ბებიის და ბაბუის საფლავზე, რომ ამ ქვეყანას გავათავისუფლებთ ოლიგარქისგან

პირობას ვდებ ჩემი ბებიის და ბაბუის საფლავზე, რომ ამ ქვეყანას გავათავისუფლებთ ოლიგარქისგან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ საჩხერეში განაცხადა,  სადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაჟორიტარად გიორგი კაპანაძე წარადგინა.

დეკანოიძემ მოქალაქეებს არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა.

„აქ, სულ ერთ კილომეტრში არის ჩემი საყვარელი ბებიის და ბაბუის საფლავი. აქ გავატარე მთელი ბავშვობა. 31 ოქტომბერს ამ ქვეყანაში შეიცვლება ის უკუსვლა, რომელიც მთელი ამ წლების მანძილზე იყო. 31-ში დადგება ის დღე, როდესაც საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაული, ზუგდიდი, ბათუმი, თბილისი, გლდანი, ისანი, ყველა ერთად გავიმარჯვებთ სიღარიბეზე, გაჭირვებასა და კორუფციაზე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის გავიმარჯვებთ. მინდა ჩემს საჩხერლებს, ჭიათურლებს მოვუწოდო, მივიდნენ და ხმა მისცენ გიორგის, რომელიც დაუღალავი მებრძოლია. პირობას ვდებ ჩემი ბებიის და ბაბუის საფლავზე, რომ ამ ქვეყანას ზუსტად გავათავისუფლებთ იმ ოლიგარქისგან, რომელმაც მოიკალათა ყველგან. მაგის სამშობლო არ არის, ჩვენი სამშობლოა. ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი, გასასხვისებელი ქვეყანა“, – განაცხადა დეკანოიძემ.