ხატია დეკანოიძე - პოლიტიკური განცხადებების ნაცვლად, პენიტენციური სამსახური სააკაშვილის უფლებებისა და სიცოცხლის დაცვით უნდა იყოს დაინტერესებული
ხატია დეკანოიძე - პოლიტიკური განცხადებების ნაცვლად, პენიტენციური სამსახური სააკაშვილის უფლებებისა და სიცოცხლის დაცვით უნდა იყოს დაინტერესებული

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არსებობს ექსპერტიზის ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნა, სადაც ნათლად წერია ის მოცემულობა, რაც არის მძიმე ხელისუფლებისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, პენიტენციური სამსახური დაინტერესებული უნდა იყოს, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები და სიცოცხლე დაიცვას.

„ხელისუფლება რომ დაინტერესებული იყოს თავიდან ბოლომდე იმ საკითხით, რატომ აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ასეთი მძიმე მეტალები, როგორებიც არის მერკური და არსენიკი, რაც არის ექსპერტიზაში მითითებული, ახლა უნდა ატარებდნენ გამჭვირვალე გამოძიებას, მათ შორის ფედერალური ბიუროს ჩართულობით, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ამიტომ, პენიტენციური სამსახური ახლა დაინტერესებული და გადართული უნდა იყოს, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები და სიცოცხლე დაიცვას და არა პოლიტიკური განცხადებები აკეთოს“, – განაცხადა დეკანოიძემ.