ხატია დეკანოიძე – პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით ფრაქციაში ან პარტიაში არავითარი კონსულტაცია არ მიმდინარეობს, გამორიცხული არაფერია, მაგრამ ყველაფერი გეგმის ნაწილი უნდა იყოს

17:57, 22.08.2022

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, სექტემბრიდან სხვადასხვა მიმართულებით ძალიან აქტიური პროცესები იქნება. მისივე თქმით, ყველაფრისთვის მზად არიან.

„სექტემბრიდან იქნება ძალიან აქტიური პროცესები სხვადასხვა მიმართულებით, რადგან პოლიტიკის კეთება არ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიმართულება. ეს არის მრავალწახნაგოვანი მიმართულება, პროცესი. შესაბამისად, ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ – ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა, ჩვენს მოქალაქეებთან მუშაობა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ამასთან, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით ფრაქციაში ან პარტიაში არავითარი კონსულტაცია არ მიმდინარეობს.

„რაც შეეხება პარლამენტის დატოვებას, ამასთან დაკავშირებით ფრაქციაში ან პარტიაში ამ წუთას არავითარი კონსულტაცია არ მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, არაფერი გამორიცხული არ არის, მაგრამ ყველაფერი გეგმის ნაწილი უნდა იყოს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი