ხატია დეკანოიძე - ნიკა მელიასთან მაქვს კომუნიკაცია, თუმცა პარტიულ ჩარჩოზე საუბარი ჯერჯერობით არ გვქონია
ხატია დეკანოიძე - ნიკა მელიასთან მაქვს კომუნიკაცია, თუმცა პარტიულ ჩარჩოზე საუბარი ჯერჯერობით არ გვქონია

მე და ნიკა მელიას პარტიულ ჩარჩოზე საუბარი ჯერჯერობით არ გვქონია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელიასთან კომუნიკაცია აქვს.

„პროცესები, რაც მთელი ამ წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, შიდა არჩევნები, რომელიც, ჩემი აზრით, არამართებული კონფიგურაციით ჩატარდა და პირდაპირ ეთერში, როდესაც ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, გარიცხვა, თუ არ ვიცი, რა დავარქვა ამ მცდელობას. ამიტომ, ვფიქრობ, ბუნებრივია ის შედეგი, რა შედეგიც დღეს მივიღეთ. რაც შეეხება ჩემს პარტიულ კონფიგურაციას. უპირველესად, მინდა, წარმატება ვუსურვო ნიკა მელიას. მე მასთან მაქვს კომუნიკაცია, მქონდა, ყოველ შემთხვევაში, მათ შორის, როდესაც პარტიიდან წამოვედი, თუმცა ჯერჯერობით პარტიულ ჩარჩოზე საუბარი ნამდვილად არ ყოფილა, თუ იქნება ახალი მოსაზრება ჩემს ნომერკლატურულ პოზიციასთან დაკავშირებით, აუცილებლად შეიტყობთ. მთავარია ხალხის მხარდაჭერა და მთავარია ის ათასობით ადამიანი, რომელიც საკუთარი ინტერესის გატარებას ითხოვს“, – განაცხადა დეკანოიძემ.