ხატია დეკანოიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიტსაბჭო რამდენიმე დღეში გადაწყვეტილებას მიიღებს
ხატია დეკანოიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიტსაბჭო რამდენიმე დღეში გადაწყვეტილებას მიიღებს

„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიტსაბჭო რამდენიმე დღეში გადაწყვეტილებას მიიღებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ პარტიის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მისი პირადი პოზიციაა, რომ პარტია საპარლამენტო საქმიანობას შეუერთდეს.

„მესმის, რომ საზოგადოება საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელებასთან დაკავშირებით ,,ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას ელოდება. მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სამომავლო გეგმები და სტრატეგია, რადგან ეს მხოლოდ შესვლა/არ შესვლაზე კიარ აისახება, არამედ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგია რეჟიმის დამარცხებაში. მინდა გითხრათ, რომ ამ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მივიღებთ. რეგიონებში გასვლა და ჩვენს აქტივთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი პოზიცია საზოგადოებამ იცის, მე ძალიან მკვეთრი პოზიცია მაქვს. ვფიქრობ, ეს ბერკეტი გამოსაყენებელია. ვესაუბრებით ცალკეულ ჯგუფებს და გადაწყვეტილების მიღებაში ამ ადამიანების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. პარტიის საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებით დაახლოებით რამდენიმე დღეში პოლიტსაბჭო კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.