ხატია დეკანოიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის, რათა თვითმმართველობის არჩევნებში დავამარცხოთ რეჟიმი და დავნიშნოთ ვადამდელი არჩევნები
ხატია დეკანოიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის, რათა თვითმმართველობის არჩევნებში დავამარცხოთ რეჟიმი და დავნიშნოთ ვადამდელი არჩევნები

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის, რათა ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებში დავამარცხოთ რეჟიმი და დავნიშნოთ ვადამდელი არჩევნები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ პრივილეგიებისთვის და თანამდებობებისთვის პარლამენტში არ შედის.

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის, რათა თვითმმართველობის არჩევნებში დავამარცხოთ რეჟიმი და დავნიშნოთ ვადამდელი არჩევნები. ეს არის ჩვენთვის მთავარი ამოცანა და პარლამენტს გამოვიყენებთ, როგორც ინსტიტუტს ამისთვის. სხვა თანამდებობები, პრივილეგიები, კორუფცია, საკუთარი კეთილდღეობა,- ეს არის „ქართული ოცნების“ ხელწერა, მათ მოსწონთ ეს და მათ სჭირდებათ. საქართველოს მოქალაქეების ყოფა გაუარესდა წლების განმავლობაში, რადგან ისინი იპარავენ ფულს. ჩვენი ამოცანა არის ვადამდელი არჩევნები, თვითმმართველობის არჩევნების მოგება და რეჟიმის დასრულება. აი, ამისთვის გამოვიყენებთ საპარლამენტო ინსტიტუტს. ვერავინ ვერაფერს აგვიკრძალავს, ისე იქნება „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში წარმოდგენილი. იმ ამოცანების მისაღწევად, რაც ჩამოვთვალე. ამიტომ არ ვაპირებთ ძალაუფლება გადავინაწილოთ „ქართულ ოცნებასთან“, ეს არ შედის ჩვენს ინტერესში. ჩვენს ინტერესშია მოვემზადოთ არჩევნებისთვის კოორდინირებულად და ამისთვის გამოვიყენოთ ყველაფერი. ეს არის ძირითადი მიზეზი, რის გამოც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, შევიდეს პარლამენტში, მათი მარცხის საბოლოო გაფორმებაა. „ნაციონალური მოძრაობა“ მიშელის დოკუმენტს გონივრულ ვადაში ხელს თუ არ მოაწერს, ვერ ისარგებლებს ვერც ერთი პრივილეგიით, რომელსაც დოკუმენტი ოპოზიციური პარტიებისთვის ითვალისწინებს“, – განაცხადა კობახიძემ.