ხატია დეკანოიძე - მოლოდინი არ მაქვს, რომ „ქართული ოცნება“ შექმნის იმ ფუნდამენტს, რაც ცხრა დათქმის შესრულებასა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას გულისხმობს
ხატია დეკანოიძე - მოლოდინი არ მაქვს, რომ „ქართული ოცნება“ შექმნის იმ ფუნდამენტს, რაც ცხრა დათქმის შესრულებასა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას გულისხმობს

ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ იმ ფუნდამენტს რეალურად შექმნის, რაც გულისხმობს ცხრა დათქმის შესრულებასა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას, თუმცა, მისივე განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან საერთო გადაწყვეტილების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია.

„პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე განხილვა იქნება ფრიდონ ინჯიას, ანუ „ქართული ოცნების“ ინიციატივის, რომელიც ძველ პირადობის მოწმობებს ეხება. ამ ცვლილებებს მართლა სერიოზული წინააღმდეგობა უნდა გაეწიოს. ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი ნახავს, თანამშრომლობის თაობაზე ინიციატივა როგორი იქნება და ამის მიხედვით ვიმსჯელებთ. თუმცა ოპოზიციის მხრიდან ერთიანი პოზიცია იქნება საჭიროც და სასიცოცხლოც“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.