ხატია დეკანოიძე - მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს
ხატია დეკანოიძე - მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, არ აქვს ინფორმაცია, როდის შედგება ელჩებთან ოპოზიციისა და ხელისუფლების მონაწილეობით მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი.

„რაიმე კონკრეტული ინფორმაცია მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდთან დაკავშირებით არ მაქვს. ერთი რაუნდი კიდევ იყო დარჩენილი, რომელიც პრაქტიკულად „ქართულმა ოცნებამ“ გააუქმა, როდესაც ღიად გამოვიდა კობახიძე, დაემუქრა ოპოზიციურ პარტიებს და თქვა, არაფერი აინტერესებს „ქართულ ოცნებას“ და ზოგადად, მოლაპარაკებებია მათთვის პრიორიტეტული. ამიტომ, გამიჭირდება რამე კონკრეტულის თქმა. თუ იქნება ოპოზიციურ ერთობასთან ერთად და შედგება ჩვენს მედიატორებთან ერთად, მსგავსი შეხვედრა, რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას“,- განაცხადა დეკანოიძემ.

ენმ-ის წევრის თქმით, მათი მოთხოვნები უცვლელია.

„უცვლელი რჩება ჩვენი მოთხოვნები, ესენია: პოლიტპატიმრები, რიგგარეშე არჩევნები და ზოგადი რეფორმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის. ასევე პლებისციტი, რომელიც არის მისაღწევი იარაღი ამ ახალ არჩევნებამდე. იგივე მოთხოვნები იქნება. არ ვიცი სივრცე, რომელსაც კობახიძის განცხადების შემდეგ, შეიძლება ვუწოდოთ რომ დახურულია, მაგრამ ვნახოთ. დიდად პოზიტიურად განწყობილი არ ვარ“,- განაცხადა დეკანოიძემ.