ხატია დეკანოიძე - მოლაპარაკებების რაუნდი რაუნდისთვის არ უნდა შედგეს და უნდა იყოს იმისთვის, რათა ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიყვანოთ
ხატია დეკანოიძე - მოლაპარაკებების რაუნდი რაუნდისთვის არ უნდა შედგეს და უნდა იყოს იმისთვის, რათა ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიყვანოთ

მოლაპარაკებებზე ჯერჯერობით რამე კონკრეტული თარიღი დასახელებული არ არის, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე.

მისი თქმით, მოლაპარაკებების რაუნდი რაუნდისთვის არ უნდა შედგეს და უნდა იყოს იმისთვის, რათა ქვეყანა გამოვიდეს პოლიტიკური კრიზისიდან.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახლა არის „ქართული ოცნების“ დრო, კომპრომისული სივრცე, რომელიც არსებობდა მათ შორის ჩვენი წინადადებებით, გამოიყენოს. პასუხისმგებლობა აქვს უფრო დიდი „ქართულ ოცნებას“ და მათ შორის, მანევრირების სივრცეც უფრო დიდი აქვს. მაგრამ სამწუხაროდ, რაღაც კონკრეტული წინადადებები არ გვსმენია. რაუნდი რაუნდისთვის არ უნდა შედგეს, უნდა იყოს იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ პოლიტიკური კრიზისიდან.

მე არ ვფიქრობ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ რამდენიმე წევრის პარლამენტში შესვლით რამე შეიცვალა. ისინი ჩვეულებრივად შევიდნენ „ქართული ოცნების“ რიგებში. მთლიანი ოპოზიციური სპექტრი არის ერთიანი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.