ხატია დეკანოიძე - მოლაპარაკებები თუ გაგრძელდება, „ნაციონალური მოძრაობა“ მასში მონაწილეობას მიიღებს
ხატია დეკანოიძე - მოლაპარაკებები თუ გაგრძელდება, „ნაციონალური მოძრაობა“ მასში მონაწილეობას მიიღებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას მიიღებს ფასილიტატორების მონაწილეობით გამართულ მოლაპარაკებებში.

დეკანოიძის თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მას პოზიტიური მოლოდინი არ აქვს.

„მოლაპარაკება, დიალოგი, ინფორმაციის გაცვლა ჩვენს პარტნიორებთან ერთად მნიშვნელოვანია. მე დიდად პოზიტიური განწყობა ამ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით არ მაქვს, ეს ჩემი პოზიცია. როდესაც მოლაპარაკებები მიდიოდა, კობახიძე კვლავ ემუქრებოდა ოპოზიციას და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ რეგისტრაციიდან ჩახსნით. ერთ მესამედს მოსახლეობის უუქმებს არჩევნებს, მაგრამ თუ იქნება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სურვილი, რასაკვირველია, ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას ამ დიალოგში. ვერ გეტყვით რა უნდა იყოს საბოლოო შედეგი, მაგრამ თუ იქნება მსგავსი შეხვედრა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას მიიღებს“, – განაცხადა დეკანოიძემ.