ხატია დეკანოიძე - მიხეილ სააკაშვილი რუსთავის სამედიცინო დაწესებულებაში უფრო მეტ სამედიცინო დახმარებას იღებდა, ვიდრე გლდანის დაწესებულებაში
ხატია დეკანოიძე - მიხეილ სააკაშვილი რუსთავის სამედიცინო დაწესებულებაში უფრო მეტ სამედიცინო დახმარებას იღებდა, ვიდრე გლდანის დაწესებულებაში

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის სამედიცინო დაწესებულებაში უფრო მეტ სამედიცინო დახმარებას იღებდა, ვიდრე გლდანის დაწესებულებაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი არის მოთავსებული გლდანის სასჯელაღსრულების სამედიცინო ცენტრში, მაგრამ არავითარი საერთო არ აქვს სამედიცინო დაწესებულებასთან.

„მიხეილ სააკაშვილი არის მოთავსებული სულ სხვა ფლიგელში, ამ ფლიგელში არ არის სამედიცინო აპარატურა, არ არის რაიმე სახის სიცოცხლის პარამეტრების შესანარჩუნებლად აუცილებელი სამედიცინო ჩარევებისთვის მექანიზმები და აპარატურა. იგი არის მოთავსებული სრულიად სხვაგან და მხოლოდ, როგორც ჩვენ გამოვკითხეთ, არტერიული წნევის გაზომვა შეუძლიათ. რუსთავის სამედიცინო დაწესებულებაში უფრო მეტ სამედიცინო დახმარებას იღებდა ვიდრე აქ. ამ დაწესებულებას, იმ ადგილს, სადაც მიხეილ სააკაშვილი არის მოთავსებული არაფერი საერთო არ აქვს სამედიცინო დაწესებულებასთან, რეალურად იგი მოთავსებულია სულ სხვა ადგილას და იმ ადგილას, სადაც იგი არის მოთავსებული, არავითარი სამედიცინო აპარატურა არ დგას. იგი არ იღებს არავითარ დანამატებს, შეწყვეტილი აქვს ყველანაირი აუცილებელი დანამატების მიღება, ვიდრე არ გადაიყვანენ მულტიპროფილურ სამედიცინო ცენტრში, რის შემდეგაც აღნიშნა, რომ მზად არის, დაიწყოს ელემენტარული საკვების მიღება. მანამდე იგი არის მკაცრი პროტესტის ფორმაზე“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.