ხატია დეკანოიძე – „ლელოს“ შეცდომა ქვეყანას დაუჯდება მაღალი ფასი, საერთაშორისო პარტნიორებთან გამოიწვევს გაუგებრობას, უპატიებელი შეცდომაა

13:39, 05.07.2025

„ლელოს“ შეცდომა ქვეყანას დაუჯდება მაღალი ფასი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.

დეკანოიძე ეხმაურება კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.

დეკანოიძის შეფასებით, ეს არის უპატიებელი შეცდომა.

„საერთაშორისო პარტნიორებთან გამოიწვევს გაუგებრობას; სანქციების პროცესი, შეიძლება, შეჩერდეს და კიდევ უფრო დიდი ძალისხმევა დაგვჭირდეს ივანიშვილის და მისი კარტელის წინააღმდეგ ფინანსურ სანქციებს; სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ჩვენს საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ძალიან, ძალიან დიდი, უპატიებელი შეცდომაა“, – წერს დეკანოიძე.

მსგავსი