ხატია დეკანოიძე - ხელისუფლების წარმომადგენლები თუ ოდნავ მაინც კეთილგონივრულად მიუდგებიან, მაშინ მნიშვნელოვანია, დათმობა მოხდეს მათი მხრიდან
ხატია დეკანოიძე - ხელისუფლების წარმომადგენლები თუ ოდნავ მაინც კეთილგონივრულად მიუდგებიან, მაშინ მნიშვნელოვანია, დათმობა მოხდეს მათი მხრიდან

მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობა, რომელიც აქვს ხელისუფლებას, გაათვითცნობიეროს ბოლომდე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვან, ერთიან პლატფორმაზე დგას ოპოზიცია, რომელიც მესახება არამხოლოდ ახლა მნიშვნელოვან პლატფორმად, არამედ მნიშვნელოვან გაერთიანებად, რომელმაც უნდა შეასრულოს მნიშვნელოვანი ფუნქცია, რაც ეხება კოალიციურ მთავრობას. მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია. რაც შეეხება ჩვენს მოლოდინებს, მე აღვნიშნე, რომ მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობა, რომელიც აქვს ხელისუფლებას, გაათვითცნობიეროს ბოლომდე, აქვს მას კომპრომისის სივრცე, მოვიდეს კეთილგონივრული წინადადებით, რადგან ამ ქვეყანაში არის უმძიმესი კრიზისი, ეკონომიკური ჯანდაცვისა და პოლიტიკურად ძალიან მძიმე ვითარება, ამიტომ თუ ოდნავ მაინც კეთილგონივრულ ჭრილში მიუდგებიან, მაშინ მნიშვნელოვანია, მოხდეს დათმობა მათი მხრიდან. თუ არა, მაშინ მოლაპარაკება შედგეს მოლაპარაკებისთვის, არ ვიცი, ექნება თუ არა ამას საბოლოო შედეგი და ალბათ არც ექნება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.