ხატია დეკანოიძე – ივანიშვილის რეჟიმს ვინც ებრძვის და საჯარო აქტიურობაშია ჩართული, ვისაც პრეტენზია აქვს სხვებთან, მომხრე ვარ, საკუთარი შემოსავლები საჯარო გახადოს

23:05, 26.09.2022

ივანიშვილის რეჟიმს ვინც ებრძვის და საჯარო აქტიურობაშია ჩართული, ვისაც პრეტენზია აქვს სხვებთან, მომხრე ვარ, საკუთარი შემოსავლები საჯარო გახადოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.

„საერთოდ, ივანიშვილის რეჟიმს ვინც ებრძვის და საჯარო აქტიურობაშია ჩართული, ვისაც პრეტენზია აქვს სხვებთან – მომხრე ვარ, საკუთარი შემოსავლები საჯარო გახადოს.

მე მზად ვარ, ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშები ​გავასაჯაროო. ყველა თეთრი. დეკლარაციის მიღმაც, თუ რამე დაინტერესება იქნება. პოლიტიკაში ყოფნის დროს შეძენილი ნივთებიც.

ვფიქრობ, სასარგებლო ლუსტრაცია იქნება“, – წერს ხატია დეკანოიძე „ფეისბუქზე“.

მსგავსი