ხატია დეკანოიძე - იმედი მაქვს, მომავალ კვირაში გავიგებთ ახალი პლატფორმის შექმნის შესახებ, სხვა გადაჯგუფებებზე ინფორმაცია არ მაქვს, მოლაპარაკებები იყო ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას შორის
ხატია დეკანოიძე - იმედი მაქვს, მომავალ კვირაში გავიგებთ ახალი პლატფორმის შექმნის შესახებ, სხვა გადაჯგუფებებზე ინფორმაცია არ მაქვს, მოლაპარაკებები იყო ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას შორის

იმედი მაქვს, მომავალ კვირაში გავიგებთ ახალი პლატფორმის შექმნის შესახებ. სხვა გადაჯგუფებებზე ინფორმაცია არ მაქვს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, მოლაპარაკებები იყო ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას შორის.

„ამ ეტაპზე სიახლე არ არის. დიდი იმედი მაქვს, რომ რაღაც სახის მოლაპარაკებები, კონფიგურაციები დასრულდება კვირის ბოლოს ერთი კონკრეტული მიმართულებით. იმედი მაქვს, იმ კვირაში ჩვენ გავიგებთ ახალი პლატფორმის შექმნის შესახებ. რაც შეეხება სხვა გადაჯგუფებებს, მე ინფორმაცია ან სიახლე არ მაქვს. დავადასტურე, რომ ეს იყო მოლაპარაკებები ნიკასა და ნიკას შორის. მე ვესწრებოდი ამ მოლაპარაკებებს და დიდი იმედი მაქვს, რომ სინერგიული ერთობა შედგება, ეს უნდა იყოს მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დეკანოიძის თქმით, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, თავად იქნება თუ არა მათთან ერთად.

„ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მე ვფიქრობ, რომ დამოკიდებულია იდეურ ერთობაზე. თუ იქნება კონტრასტი „ქართულ ოცნებასთან“, იდეის გარშემო გაერთიანება და სინერგიული ერთობა, ჩვენ მეტი ამომრჩევლის მობილიზაციას მოვახერხებთ. მე, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიქნები ასეთი ადამიანების გვერდით და ასეთ ერთობაში“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.