ხატია დეკანოიძე - გამოძიებას აინტერესებდა 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია, არავითარი მნიშვნელოვანი კითხვა არ მომისმენია 
ხატია დეკანოიძე - გამოძიებას აინტერესებდა 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია, არავითარი მნიშვნელოვანი კითხვა არ მომისმენია 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა.

როგორც დაკითხვიდან გამოსულმა ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რაიმე მნიშვნელოვანი კითხვები არ დასმულა და ძირითადად გამოძიებას აინტერესებდა, რომ მას, როგორც მოწმეს, ქრონოლოგიურად მოეყოლა 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენები.

„ძირითადად კითხვები შეეხებოდა 20-21 ივნისის ღამეს. მე მოვყევი ყველაფერი, დილიდან გვიან ღამემდე, ვიდრე დავტოვე ტერიტორია. ჩემი პროტესტი, ისევე როგორც ძალიან ბევრი ადამიანის პროტესტი, გავრილოვის ოკუპანტის პარლამენტში შემოსვლასთან დაკავშირებით იყო და ეს გავუზიარე მოსამართლეს. ეს იყო რეალურად მშვიდობიანი პროტესტი, რომელსაც მოჰყვა ამ ადამიანების დარბევა და დასახიჩრება, მათ შორის მე აღვნიშნე, რომ ხშირ შემთხვევაში იყო პოლიციის მხრიდან ძალადობა და ახლო კონტაქტი ადამიანებთან. ერთი დეტალი მოვყევი, როგორ იყვნენ აივანზე პოლიციელები და ანზორ ჩუბინიძე მაგალითად, ჩემი მონათხრობი ემყარებოდა მხოლოდ სიმართლეს. ასევე განვმარტე, რომ ჩემი უნდობლობა აქვს შსს-ს, რადგან მისი მინისტრი არის პასუხისმგებელი გავრილოვის ღამეზე, სწორედ ამიტომ მოვითხოვე მაგისტრ მოსამართლესთან გამოკითხვა. როდესაც საქმე გაქვს აღძრული, სახელმწიფო გადატრიალებაზე და ამბოხზე,  ხომ რაღაც მნიშვნელოვანი კითხვა უნდა მოისმინო, არაფერი მნიშვნელოვანი კითხვა არ მომისმენია, როგორი იყო ქრონოლოგია მოგვიყევით და მოვუყევი“, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

დატოვე კომენტარი