ხატია დეკანოიძე - ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრისას ჩვენი მხრიდან მთავარი გზავნილი იქნება პოლიტიკური კრიზისი, ასევე მსურს, მას ოპოზიციის საარჩევნო გეგმები გავაცნო
ხატია დეკანოიძე - ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრისას ჩვენი მხრიდან მთავარი გზავნილი იქნება პოლიტიკური კრიზისი, ასევე მსურს, მას ოპოზიციის საარჩევნო გეგმები გავაცნო

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ოპოზიციას ცალკე ხვდება. პირველ რიგში, ჩვენი მთავარი გზავნილი იქნება ის მძიმე პოლიტიკური კრიზისი და ვითარება, რომელშიც არის ქვეყანა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ რიკ დემსთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე მედიის თავისუფლებისა და წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებსა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნაზე ისაუბრებენ.

ამასთან, როგორც დეკანოიძე ამბობს, სურს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ოპოზიციის საარჩევნო გეგმები გააცნოს.

„ეს ეხება მედიის თავისუფლებას, ძალადობას, აგრესიას და წინასაარჩევნო გარემოს პოლარიზაციას, რასაც ხელს უწყობს მმართველი გუნდი. გზავნილები გვექნება კანონის უზენაესობაზე. შეთანხმების მიუხედავად, დარღვევაა, როცა „ქართული ოცნება“ მოსამართლეებს ნიშნავენ და არ ითვალისწინებენ კანონის უზენაესობას. მინდა, მას ოპოზიციის საარჩევნო გეგმები გავაცნო, საერთო პლატფორმა – საქართველოში კოალიციურ თანხმობაზე და ის გეგმები, რითაც არჩევნებზე გავდივართ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დატოვე კომენტარი