ხატია დეკანოიძე - ევროკავშირის ელჩი საუბრობს ევროკავშირის სახელით, მათი მყარი პოზიციაა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციას ძირს უთხრის „ხალხის ძალის“ ორივე კანონპროექტი
ხატია დეკანოიძე - ევროკავშირის ელჩი საუბრობს ევროკავშირის სახელით, მათი მყარი პოზიციაა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციას ძირს უთხრის „ხალხის ძალის“ ორივე კანონპროექტი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტები პარლამენტიდან საერთოდ უნდა გავიდეს, რადგან ის აჩერებს საქართველოს ევროინტეგრაციას.

„ევროკავშირის ელჩი ლაპარაკობს ევროკავშირის სახელით, ისევე როგორც ბორელის პრესსპიკერი ლაპარაკობს ევროკავშირის სახელით. მათი ძალიან მყარი პოზიციაა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციას ძირს უთხრის ეს ორივე კანონპროექტი, ამ ორივე კანონპროექტის განხილვაც კი. როცა ჩვენ რაიმე სახის თეორიულ კონსენსუსებზე ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, რომ ეს კანონპროექტები პარლამენტიდან საერთოდ უნდა გავიდეს.

ეს აჩერებს საქართველოს ევროინტეგრაციას. თუ გვინდა, დავუბრუნდეთ 12 პუნქტს ან ევროკავშირთან მიმართებაში შეიქმნას რაიმე სახის პოზიტიური დღის წესრიგი, ეს კანონპროექტები პარლამენტიდან სასწრაფოდ უნდა გავიდეს და ამ კანონპროექტების განხილვაც არ უნდა მოხდეს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეხვედროს შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

დეკანოიძე მიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია უნდა დაესწროს კომიტეტის სხდომას, სადაც კანონპროქტები განიხილება.

„დიდი იმედი მაქვს, ყველა დეპუტატი დაესწრება ამ საკომიტეტო განხილვას. ეს კანონპროექტი ხვალ კომიტეტზე არ უნდა იხილებოდეს“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.