ხატია დეკანოიძე - ე.წ. გერმანული მოდელის შემოღება სრულიად შესაძლებელია, ამ მოთხოვნის შესრულება მოუწევთ
ხატია დეკანოიძე - ე.წ. გერმანული მოდელის შემოღება სრულიად შესაძლებელია, ამ მოთხოვნის შესრულება მოუწევთ

ჩვენი გეგმა არის, რომ გადადგეს მთავრობა, დაინიშნოს ვადამდელი პროპორციული არჩევნები, როგორ და რა ფორმულით მივაღწევთ ამას, ეს არის პოლიტიკური გზა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, ე.წ. გერმანული მოდელის, ანუ პროპორციული არჩევნების ამ სისტემით შემოღება სრულიად შესაძლებელია.

„კობახიძე, ვოლსკი, ხუნდაძეები და ყველა ეს ადამიანები, ვინც არიან უმრავლესობაში, არიან მხოლოდ ერთადერთი ფუნქციით დატვირთულები, რომ გაახმოვანონ ბიძინა ივანიშვილის გზავნილი, ასიამოვნონ მას და მოიგონ მისი გული. სხვა დატვირთვა ამ ადამიანებს არ აქვთ. ისინი არიან უსახო ადამიანები. მათი განცხადებაც მიუთითებს ერთ რამეს, რომ ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ აინტერესებს საქართველოს მოქალაქეების აღშფოთება. ისინი ფიქრობენ, რომ რეალურად ადამიანებთან, მოქალაქეებთან დიალოგი და ზოგადად ამ ადამიანების მოთხოვნის შესრულება, არ არის მათი დღის წესრიგში. მინდა მათ ვუთხრა, რომ ამ დღის წესრიგს, რა იქნება განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეები და არ განსაზღვრავენ კობახიძე ვოლსკი და მაღრაძეები“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისი თქმით, უნდა გადადგეს მთავრობა და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები პროპორციული სისტემით.

„ჩვენი მოთხოვნაა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცვლილება, ადმინისტრაციის ცვლილება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მოთხოვნის შესრულება მათ მოუწევთ. გარდა ამისა, ხვალ არის დიდი აქცია, ყველას გელოდებით დავიცვათ ჩვენი არჩევანის უფლება. ე.წ. გერმანული მოდელის ანუ პროპორციული არჩევნების ამ სისტემით შემოღება სრულიად შესაძლებელია, დავუშვათ იმ საკანონმდებლო ცვლილებებით ორგანულ კანონში რომლის წაკითხვა არ უნდა უმრავლესობას. ისინი იღებენ ათას მიზეზებს, ეს არის ჩვეულებრივად ძალიან ცუდი მძიმე, მაგრამ რეალური მოცემულობა, როცა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეებს წაართვა არჩევანი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.