ხატია დეკანოიძე - დღევანდელი სასამართლოს პირობებში არავის აქვს საშუალება, ობიექტური მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს
ხატია დეკანოიძე - დღევანდელი სასამართლოს პირობებში არავის აქვს საშუალება, ობიექტური მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს

დღევანდელი სასამართლოს პირობებში არავის აქვს საშუალება, ობიექტური მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილისა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დავით ჭაკუას სასამართლო განაჩენთან დაკავშირებით განაცხადა.

„არ მინახავს პროკურატურის განცხადება და არ ვიცნობ შესაბამისად ამ საქმეს, მაგრამ გულწრფელად მინდა, მოგახსენოთ – სამწუხაროდ, იმ სასამართლოს პირობებში, რომლის გასაუბრებაც ახლა, ამ დარბაზში მიმდინარეობს, არავის არ აქვს საშუალება, ობიექტური მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს“,- განაცხადა დეკანოიძემ.

სასამართლომ „2012 წლის ციხის კადრების“ საქმეზე ზურაბ ადეიშვილი და დავით ჭაკუა დამნაშავედ ცნო. მათ ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯათ.