ხატია დეკანოიძე – დანიელსონის დოკუმენტზე, რომელიც პრაქტიკულად მიუღებელია, ჩვენი ხელმოწერა რა თქმა უნდა, არ იქნებოდა

18:00, 03.04.2021

კრისტიან დანიელსონის დოკუმენტი ჩვენთვის მიუღებელი იყო და შესაბამისად ამ დოკუმენტზე ხელმოწერა არც იქნებოდა,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

დეკანოიძემ აღნიშნა, რომ დოკუმენტი როგორმე უნდა შეიცვალოს და შინაარსობრივად სხვა ფორმატში უნდა გადავიდეს.

„დოკუმენტზე, რომელიც დანიელსონმა დატოვა, ჩვენი ხელმოწერა რა თქმა უნდა, ვერ იქნებოდა, რადგან პრაქტიკულად მიუღებელია. მიუხედავად ამისა, მათ არც უთხოვიათ, ეგებ, მედიაცია გაგრძელდეს, როგორმე გაიზარდოს, შინაარსობრივად სხვა ფორმატში გადავიდეს, რადგან ეს დოკუმენტი მიუღებელია“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი