ხატია დეკანოიძე - პარტიების დაფინანსების ნაწილი არ ეხება პარლამენტში შესვლა-არშესვლას
ხატია დეკანოიძე - პარტიების დაფინანსების ნაწილი არ ეხება პარლამენტში შესვლა-არშესვლას

დაფინანსების ნაწილი არ ეხება პარლამენტში შესვლა-არშესვლას და გაყალბებული არჩევნების შემდეგ პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიცემას,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წვრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძე მიიჩნევს, რომ იქნება ყველანაირი ზეწოლის მცდელობები, რათა პარლამენტმა როგორმე მიიღოს ლეგიტიმაცია.

„ეს ეწინააღმდეგება საკანონმდებლო ბაზას, რომელიც პარლამენტშია მიღებული. ანუ, დაფინანსების ნაწილი არ ეხება პარლამენტში შესვლას ან არ შესვლას და გაყალბებული არჩევნების შემდეგ პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიცემას. დაფინანსების ნაწილი, რა თქმა უნდა, ეხება იმ ხმების რაოდენობას, რომელიც მიღებული აქვთ იმ პარტიებს, რომლებსაც ადამიანებმა გამოუცხადეს ნდობა, ასეთი ფართომასშტაბიანი გაყალბების მიუხედავად.

ამიტომ კობახიძის განცხადებები, ნებისმიერი, უკვე ბოდვითი აშლილობაა ჩვეულებრივი. ისეთ განცხადებებს ვისმენთ, მათ შორის მეორე ტურებზე, მათ შორის ის, რომ ოპოზიციამ გააყალბა და დააბრალა ხელისუფლებას, მგონია, რომ მისთვის ეს ნამდვილად სევდიანი ისტორიაა.

რა თქმა უნდა, ახლა ეცდებიან ყველანაირ ზეწოლას, რათა როგორმე ამ პარლამენტმა მიიღოს ლეგიტიმაცია, მაგრამ მიხარია, რომ მთელი ოპოზიცია არის ერთიანი, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ამ მასშტაბის გაყალბებებით ამ პარლამენტს მივცეთ ელემენტარული ლეგიტიმაცია.

ასე, რომ ეს მუქარა, მუქარის ტონი არ არის მისგან ახალი, მაგრამ ძალიან მალე გამოჩნდება, რომ საქართველოს მისახლეობამ ვინც რელურად ხმა მისცა არა „ქართულ ოცნებას“, ასე ვთქვათ, როგორ განაჩენს გამოუტანს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას.

ძალიან ცუდია ასეთი მუქარები. ვერ გაითავისეს, რომ გაყალბება იმდენად მასშტაბურია, იმდენი სამხილი და საჩივარი გვაქვს, მარტო ჩვენ, ბლოკს, მთელი საქართველოს მასშტაბით დაახლოებით, 900 საჩივარი შეგვაქვს“, –  განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კარგი იქნება კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა, რომლის მიხედვითაც, თუ პარტია უდიერად ეპყრობა საკუთარი ამომრჩევლის ნებას და უარს ამბობს მანდატებზე, მას უარი ეთქვას სახელმწიფო დაფინანსებაზე.