ხატია დეკანოიძე - ჩვენ გვჭირდება საპარლამენტო მანდატი, რათა ვადამდელ არჩევნებს მივაღწიოთ და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი მოვინახულოთ
ხატია დეკანოიძე - ჩვენ გვჭირდება საპარლამენტო მანდატი, რათა ვადამდელ არჩევნებს მივაღწიოთ და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი მოვინახულოთ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ საპარლამენტო მანდატი ვადამდელი არჩევნების დასანიშნად და მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად სჭირდებათ.

მისივე თქმით, ამ აზრს იზიარებს მიხეილ სააკაშვილიც.

„მანდატების საკითხზე დღემდე ის პოზიციაა, რასაც მიხეილ სააკაშვილი იზიარებს. პირველი, ჩვენ გვჭირდება მანდატი, რათა ვადამდელ არჩევნებს მივაღწიოთ და  როდესაც დავაჭერთ ღილაკს ხელს ვადამდელ არჩევნებზე, ეს იყოს ჩვენი მონაწილეობით. მეორე, ჩვენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უნდა მოვინახულოთ მიხეილ სააკაშვილი და მასთან გვქონდეს კომუნიკაცია. ამ თემებთან დაკავშირებით მასთან საუბარი მქონდა. სააკაშვილი კვლავ იზიარებს იმ წერილის შინაარსს, რაც მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა, მაგრამ ასევე, რა თქმა უნდა, იზიარებს არგუმენტებს, რაც დავასახელე“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.