ხატია დეკანოიძე - ჩინეთთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია, მაგრამ როცა მმართველი პარტიისთვის ჩინეთის კომუნისტური პარტია ერთადერთი საერთაშორისო პარტნიორი ხდება, ეს ძალიან სახიფათოა
ჩინეთთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია, მაგრამ როცა მმართველი პარტიისთვის ჩინეთის კომუნისტური პარტია ერთადერთი საერთაშორისო პარტნიორი ხდება მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ევროპული პარტიების ოჯახიდან გამოაგდეს, ეს ძალიან სახიფათოა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
დეკანოიძის თქმით, ჩინეთთან ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია და ამას არავინ უარყოფს.
„ჩვენ ჩინეთთან ეკონომიკური ურთოერთობები დიდი ხანია, რაც გვაქვს, მაგრამ ევროკომისიის რეკომენდაციაში პირველი დათქმა სწორედ ევროკავშირთან საგარეო პოლიტიკის თანხვედრაა და არ შეიძლება, საქართველოს ერთადერთი საერთაშორისო პარტნიორი ჩინეთი იყოს. საერთაშორისო პარტნიორები უნდა იყვნენ – ამერიკა, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნები, ვინც საქართველოს ლობირებს, როგორც ევროკავშორის მომავალ წევრ ქვეყანას. ჩინეთთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია, მაგრამ როცა მმართველი პარტიისთვის ჩინეთის კომუნისტური პარტია ერთადერთი საერთაშორისო პარტნიორი ხდება მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ევროპული პარტიების ოჯახიდან გამოაგდეს, ეს ძალიან სახიფათოა. განსაკუთრებით, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის წინა პერიოდში“, – განაცხადა დეკანოიძემ.
ჩინეთში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია იმყოფება.