ხატია დეკანოიძე - ჩემი პირადი პოზიციაა, რომ საპარლამენტო საქმიანობის იარაღად გამოყენება პარტიისთვის მნიშვნელოვანი იქნება
ხატია დეკანოიძე - ჩემი პირადი პოზიციაა, რომ საპარლამენტო საქმიანობის იარაღად გამოყენება პარტიისთვის მნიშვნელოვანი იქნება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ პარტიაში სხვადასხვა საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

დეკანოიძის თქმით, მისი პირადი პოზიციაა, რომ საპარლამენტო საქმიანობის, როგორც იარაღად გამოყენება, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პარტიისთვის.

„ახლაც მიმდინარეობს კონსულტაციები, გვაქვს შესაძლებლობა, რომ ნიკას მოვუსმინოთ, დაველაპარაკოთ და მასთან ერთად ძალიან ბევრი საკითხი გავიაროთ. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ საპარლამენტო საქმიანობის, როგორც იარაღად გამოყენება, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პარტიისთვის. “, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

კითხვაზე: „ხომ არ არის შესაძლებელი, რომ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერის გარეშე  შევიდეს პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“, დეკანოიძემ განაცხადა, რომ ეს ვერსიაც განიხილება.

„ესეც ერთ-ერთი განხილვადი ვერსიაა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.