ხატია დეკანოიძე - არავინ აპირებს, რომ ბიძინა ივანიშვილის წესებს დაემორჩილოს
ხატია დეკანოიძე - არავინ აპირებს, რომ ბიძინა ივანიშვილის წესებს დაემორჩილოს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, არავინ აპირებს, რომ ბიძინა ივანიშვილის წესებს დაემორჩილოს.

მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, რათა ახალი არჩევნები დაინიშნოს.

„არ მინახავს ბათუმის აქცია, მაგრამ ზოგადად არავინ აპირებს, რომ დაემორჩილოს ბიძინა ივანიშვილის წესებს, მათ შორის მეც. ამ ქვეყანას მართავს ბიძინა ივანიშვილი, ძალიან მარტივი ფორმულაა. ბიძინა ივანიშვილი, არც გახარია არავინ არ არის, არც პარლამენტის თავმჯდომარე. ამიტომ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ახალი არჩევნები დაინიშნოს“, – განუცხადა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე.

კითხვაზე, „მათ შორის დაუმორჩილებლობასაც გამოაცხადებთ?“, ხატია დეკანოიძე ასე პასუხობს: „ჩვენ გეგმას ძალიან მალე აქ გამოვაცხადებთ“.

შეგახსენებთ, ბათუმში აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ჯელალ ქიქავამ განაცხადა, რომ მათ მოთხოვნაზე რვა საათამდე პასუხი თუ არ ექნებათ, „კონსტიტუციური სივრციდან გავლენ და გამოაცხადებენ დაუმორჩილებლობას“.