ხატია დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე საკანონმდებლო ორგანოს კიდევ ერთხელ მიმართონ
ხატია დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე საკანონმდებლო ორგანოს კიდევ ერთხელ მიმართონ

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, არ გამორიცხავს, რომ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე საკანონმდებლო ორგანოს კიდევ ერთხელ მიმართონ.

„შესაძლებელია, კიდევ ერთხელ მივმართოთ საკანონმდებლო ორგანოს მანდატების გაუქმების მოთხოვნით.უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ერთხელ უკვე მივმართეთ, პირადად მე, მაგრამ იცით „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება, ისინი კანონს არ აგდებენ არაფრად. ეს განცხადება არსებობს, ყველას გვაქვს დაწერილი და ხელი მოწერილი. არ გამოვრიცხავ, მეორედაც მივმართო“, – განაცხდა ხატია დეკანოიძე.

რაც შეეხება აქციებს, საკითხზე კომენტირებისას დეკანოიძემ განაცხადა, რომ 15 მაისისთვის დაანონსებული აქტია ძალიან მასშტაბური იქნება. მისივე თქმით, მანამდე რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავენ.

„15 მაისს ჩვენ ვაპირებთ, რომ საბოლოოდ ძალიან მნიშვნელოვანი, დიდი პროტესტი გავმართოთ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად. ფაქტია, რომ ივანიშვილის ხელისუფლება და ამ რეჟიმს საერთოდ არ აინტერესებს არც ჩვენი მოქალაქეების ხმა და არც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულება. საქართველოს ევროატლანტიკური კურსი არის ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე. ეს აქცია იქნება ძალინ მასშტაბური. ასევე, იქნება საქართველოს მოქალაქეების ძალიან დიდი, სერიოზული გზავნილი „ქართული ოცნების“ მიმართ, რომ არ შეიძლება, ქვეყანა ერთი ადამიანის უკანა ეზოდ ვაქციოთ. ჩამოყალიბდება საკოორდინაციო შტაბი, სადაც თითო პარტიიდან იქნება თითო ადამიანი, რომელიც უფრო კარგად უზრუნველყოფს კომუნიკაციას პარტიებს შორის. თუმცა ჩვენ ვართ მუდმივად კავშირში პარტიის ლიდერებთან, ეს იქნება კამპანიური ხასიათის, ჩავალთ რეგიონებში, ვივლით, გავესაუბრებით ადამიანებს. საბოლოო ეტაპი კი იქნება 15 მაისი. ორი მიმართულებით ვაპირებთ ზეწოლას რეჟიმზე – საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ყველას ავუხსნათ და გავაგებინოთ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი არის საფრთხის ქვეშ და მეორე იქნება პროტესტი, რომელიც არის დემოკრატიის ფორმა“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.