ხატია დეკანოიძე - ადეიშვილი მუშაობს უკრაინაში და ბუნდესტაგში, სავარაუდოდ, წარმოადგენდა იმ ქვეყანას, სადაც მუშაობს, ამაში განსაკუთრებული არაფერია
ხატია დეკანოიძე - ადეიშვილი მუშაობს უკრაინაში და ბუნდესტაგში, სავარაუდოდ, წარმოადგენდა იმ ქვეყანას, სადაც მუშაობს, ამაში განსაკუთრებული არაფერია

ადეიშვილი არის უკრაინაში და, სავარაუდოდ, წარმოადგენდა იმ ქვეყანას, სადაც მუშაობს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ყოფნის ფაქტს გამოეხმაურა.

ხატია დეკანოიძის თქმით, გაუგებარია, რატომ არის ეს საკითხი მტკივნეული „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის.

„არ მაქვს ინფორმაცია, რა კონტექსტში და რატომ არის იქ, მაგრამ, ერთადერთი, შემიძლია გითხრათ, რომ ადეიშვილი არის უკრაინაში, იქ მუშაობს და, სავარაუდოდ, წარმოადგენდა იმ ქვეყანას, სადაც მუშაობს. ამიტომ, არ ვიცი, რატომ არის ასე მტკივნეული ეს თემა. ვფიქრობ, ამაში განსაკუთრებული არაფერია. ბევრი გამოწვევა გვაქვს, რასაც უნდა უპასუხოს „ქართულმა ოცნებამ“ და არა წარსულის აჩრდილებზე ისაუბროს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, უკრაინის გენერალურ პროკურორთან, ანდრეი კოსტინთან ერთად, ბუნდესტაგის პლენარულ სხდომას ესწრებოდა. შესაბამისი მასალა ბუნდესტაგის ვებგვერდზეა განთავსებული. აღნიშნულ სხდომაზე უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების მიწოდების საკითხი განიხილებოდა. ზურაბ ადეიშვილი საქართველოში რამდენიმე საქმეზეა ბრალდებული, რამდენიმეზე კი – მსჯავრდებული.