ხატია დეკანოიძე - ადამიანი, რომელსაც მიტაცებული აქვს ხელისუფლება, უნდა ჩამოცილდეს ძალაუფლებას
ხატია დეკანოიძე - ადამიანი, რომელსაც მიტაცებული აქვს ხელისუფლება, უნდა ჩამოცილდეს ძალაუფლებას

ადამიანი, რომელსაც მიტაცებული აქვს ხელისუფლება, უნდა წავიდეს და ჩამოცილდეს ძალაუფლებას, მაგრამ ჩვენი მოთხოვნაც არის, რომ ჩატარდეს პროპორციული არჩევნები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას სოციალურ ქსელში დაწერილ სტატუსთან დაკავშირებით განაცხადა.

ხატია დეკანოიძის შეფასებით დღეს ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფო აქვს მიტაცებული.

„იმაში არავის ეპარება ეჭვი, რომ ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფო აქვს მიტაცებული. ეს არის სახელმწიფოს უზურპაცია, როდესაც ყველაფერი, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ემორჩილება ერთ ადამიანს. ამასთან, აუცილებლად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ამდენი ხნის მანძილზე ვდგავართ და ვითხოვთ შეპირებული პროცესის განვითარებას, ეს არის თავისუფალი პროპორციული არჩევნები, ეს არის ჩვენი მოთხოვნა. ამიტომ რეალურად, რასაკვირველია, მე ვიზიარებ იმას, რომ არჩევნების გზით, მშვიდობიანად უზურპატორი აუცილებლად უნდა წავიდეს. ადამიანი, რომელსაც მიტაცებული აქვს ხელისუფლება, უნდა წავიდეს და ჩამოცილდეს ძალაუფლებას, მაგრამ ჩვენი მოთხოვნაც არის, რომ ჩატარდეს პროპორციული არჩევნები.