ხატია დეკანოიძე - ადამიანებს არ აინტერესებთ ოპოზიციას შორის კინკლაობა, აინტერესებთ კონკრეტული გეგმები და შეთავაზებები
ხატია დეკანოიძე - ადამიანებს არ აინტერესებთ ოპოზიციას შორის კინკლაობა, აინტერესებთ კონკრეტული გეგმები და შეთავაზებები

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის დაპირისპირება ადამიანებს არ აინტერესებთ, მათთვის მნიშვნელოვანი კონკრეტული გეგმები და შეთავაზებებია, თუ როგორ დაძლიოს ქვეყანამ გაჭირვება.

როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, შიდა დაპირისპირებები არადროულია.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ორი კანდიდატი დაასახელა, რადგან არ გვინდოდა ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას ბიძგები და რყევები შეეტანა ამ გაერთიანებაში. მე ახლა ვერ გეტყვით ოფიციალურად როგორ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ელისაშვილს, „ევროპულ საქართველოსა“ და დანარჩენ ოპოზიციურ კანდიდატებს შორის, საუბარი იყო სამზე, თუ ერთზე, ზუსტად არ ვიცი. ერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ელისაშვილმა დააყენა ინიციატივა, რომ ჩატარდეს კვლევები და ამის მიხედვით მოხდეს მაჟორიტარების არჩევა, ეს მეთოდი მიუღებელია. ყველა პარტია თავად ირჩევს ყველაზე ძლიერ კანდიდატებს. თუ ამ ალტერნატივის დაყენება უნდოდა, ეს უნდა განხილულიყო ოპოზიციის მაგიდასთან მოლაპარაკებებით. არ დადიოდა, აქტიურად ჩართული არ იყო და ახლა დააყენა ეს საკითხი. ცოტა ადრე, არგუმენტაციით რომ დაეყენებინა ეს საკითხი, უფრო კარგი იქნებოდა. ადამიანებს არ აინტერესებთ ოპოზიციას შორის კინკლაობა, აინტერესებს კონკრეტული გეგმები, შეთავაზებები, როგორ დავამარცხოთ გაჭირვება შიმშილი უბედურება, როგორ გავამყაროთ კანონის უზენაესობა და დემოკრატია. ვფიქრობ, რომ ეს შიდა დაპირისპირება ცოტა არადროულია. ივანიშვილი დამთავრებულია, ოქტომბერში საბოლოოდ ეს იქნება გამარჯვების ძალიან სერიოზული ბოლო ფაზა, მისი საერთაშორისო იმიჯი არ არსებობს და შიდა ფრონტზეც ძალიან მძიმედ აქვს სიტუაცია. არ მგონია, რომ ჩვენ ხელისუფლების რიტორიკას უნდა ავყვეთ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.