ხატია დეკანოიძე - სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექიმთა ჯგუფის დასკვნას მთელი საზოგადოება ენდობა
ხატია დეკანოიძე - სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექიმთა ჯგუფის დასკვნას მთელი საზოგადოება ენდობა

სახალხო დამცველის კონსილიუმის მიერ გამოქვეყნებული დასკვნა არის მაღალპროფესიონალური, რომელიც შეესაბამება იმ სინამდვილეს, ძალიან მძიმე რეალობას, რომელშიც არის დღეს მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ექიმთა ჯგუფის დასკვნას მთელი საზოგადოება ენდობა.

„დაწყებული იქიდან, რომ კლინიკა, რომელზეც ჩვენი ოპონენტები საუბრობდნენ, მათ შორის საუბრობდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერშიპი, არ შეესაბამება სტანდარტებს. კლინიკა არის მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე დღის გახსნილი, აპარატურა, მათ შორის გუნდიც არ არის ერთმანეთთან შეთამაშებული. მისი კრიტიკული მდგომარეობა უკვე უახლოვდება იმ ზღვარს, როდესაც შესაძლებელია, რომ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღოს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი, რაც არ უნდა სხვა ქვეტექსტი დაუდონ ექიმების დასკვნას, რომელსაც, რა თქმა უნდა, მთელი საზოგადოება ენდობა და ენდობა სახალხო დამცველს, არის, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ არის გადასაყვანი სამოქალაქო კლინიკაში, რომელიც უზრუნველყოფს მის ინტენსიურ თერაპიას“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.