ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ქუთაისის მე-14 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ კოორდინატორების მხრიდან ამომრჩევლისთვის თანხის დარიგების ფაქტი გამოვლინდა
ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ქუთაისის მე-14 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ კოორდინატორების მხრიდან ამომრჩევლისთვის თანხის დარიგების ფაქტი გამოვლინდა

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ქუთაისის მე-14 საარჩევნო უბანზე დამკვირვებლების მიერ გამოვლინდა პარტია „ქართული ოცნების“ კოორდინატორების მხრიდან ამომრჩევლისთვის თანხის დარიგების ფაქტი. მისივე ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ კოორდინატორებმა და კომისიის წევრებმა ჟურნალისტზე იძალადეს.

ამასთან, როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, 124 უბანზე ერთმანეთს არ ემთხვევა სამაგიდო და კედლის საარჩევნო სიები და ამაზე საჩივარი დაიწერება.

მერობის კანდიდატის ინფორმაციითვე, 57 უბანზე არაუფლებამოსილმა პირმა მისცა ხმა.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, 121 უბანზე გადასატან ყუთზე ერთმანეთს არ დაემთხვა რამდენიმე ადამიანის რეალობა, რაც არის საჩივრის საფუძველი.

მერობის კანდიდატი მიმართავს მუნიციპალურ სამსახურს და სუს-ს, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს ქუთაისის მერიის დასუფთავების სამსახურის 400 თანამშრომლისთვის პირადობის მოწმობის დაბრუნება. მისი თქმით, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მათ პირადობის მოწმობები ჩამოართვა.