ხატია დეკანოიძე - ქუთაისის 124-ე უბანზე შემჩნეულია ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, რომელიც ფინანსური რესურსის დარიგებაშია ჩართული
ხატია დეკანოიძე - ქუთაისის 124-ე უბანზე შემჩნეულია ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, რომელიც ფინანსური რესურსის დარიგებაშია ჩართული

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ქუთაისის საარჩევნო უბნებზე სისტემური და მძიმე დარღვევები ხდება.

მისივე თქმით, ქუთაისის 124-ე საარჩევნო უბანზე შემაჯამებელი ოქმი წინასწარ შეადგინეს და ხელიც მოაწერეს.

„სისტემური და მძიმეა დარღვევები, რომელიც ხდება ქუთაისის საარჩევნო უბნებზე. 37-ე უბანზე დაიჭირეს კომისიის წევრი, რომელმაც ბიულეტენები ჩაყარა ყუთში. 95-ე უბანზე ფულის დარიგება მოხდა. 124-ე უბანზე კი შემაჯამებელ ოქმზე წინასწარ მოაწერეს ხელი „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულმა წევრებმა. იგივე 124-ე უბანზე შემჩნეულია ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გაბუნია, რომელიც ფინანსური რესურსის დარიგებაშია ჩართული. მინდა, ვუთხრა მას, რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის სისიხლის სამართლის დანაშაული და მოვუწოდებ შესაბამის უწყებებს, შეეშვით მეთვალყურეობას და შეეშვით უბანს. ეს არის დანაშაული და ეს არის სამარცხვინო“, – განაცხადა დეკანოიძემ.