ხატია დეკანოიძე - პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციისგან მაქვს ინფორმაცია, რომ ზელენსკი მზად არის, ჩაერთოს საქართველოს პარლამენტს და მიმართოს საქართველოს საზოგადოებას
ხატია დეკანოიძე - პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციისგან მაქვს ინფორმაცია, რომ ზელენსკი მზად არის, ჩაერთოს საქართველოს პარლამენტს და მიმართოს საქართველოს საზოგადოებას

პრეზიდენტ ზელენკის ადმინისტრაციასთან მქონდა საუბარი დღეს დილით და პრეზიდენტი ზელენსკი მზად არის, ჩაერთოს საქართველოს პარლამენტში და მიმართოს საქართველოს საზოგადოებას, საქართველოს პარლამენტიდან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ საქართველოს პარლამენტში განაცხადა.

როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, პრეზიდენტ ზელენსკის გამოსვლა საქართველოს პარლამენტში იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი.

„მეც ძალიან დიდი სურვილი მექნებოდა და საქართველოს საზოგადოებასაც, რომ ამ მხრივ ჩვენ ვაჩვენოთ ერთიანობა. ახლა პატივცემულო დეპუტატებო, გეტყვით მხოლოდ ერთ ინფორმაციას – პრეზიდენტ ზელენკის ადმინსიტრაციასთან მე მქონდა საუბარი დღეს რამდენიმე საათის წინ, პრეზიდენტი ზელენსკი მზად არის,​ ჩაერთოს საქართველოს პარლამენტში და მიმართოს საქართველოს საზოგადოებას, საქართველოს პარლამენტიდან. მე შემიძლია, ეს დავადასტურო. მე ბატონო შალვა შემიძლია, თქვენთან გავმართო კონსულტაციები ამაზე და ჩვენ, როგორც საქართველოს პარლამენტმა, თითოეულმა აქ მჯდომმა ჩემმა კოლეგამ და თქვენც, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელმა, ყველამ ერთად მოვუსმინოთ პრეზიდენტს.

მქონდა კონსულტაციები უკვე და მზად არის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რომ ნამდვილად იმ ძალიან მძიმე პერიოდში და ომში, რომელშიც არის ახლა უკრაინა, პრეზიდენტი ზელენსკი საქართველოს პარლამენტიდან გამოეხმაუროს საქართველოს საზოგადოებას. პრეზიდენტი ზელენსკი გამოდის კონგრესში, ბუნდესტაგში, სენატში, მიმართავს ყველა ქვეყანას, ყველა ქვეყნის პარლამენტს და წარმომადგენლობით ორგანოებს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს სოლიდარობა არ დარჩება მხოლოდ უკრაინული დროშის გაკვრად, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ახლა დიდი იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ეს სურვილი, რომ მიმართოს საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს საზოგადოებას, არ დარჩება მხოლოდ ოპოზიციის, ჩემი ან რომელიმე კონკრეტული ადამიანის მოთხოვნად. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს საზოგადოებას და საქართველოს მოქალაქეებს, თქვენ არ მოაკლებთ იმ ძალიან მნიშვნელოვან გზავნილებს, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი გააჟღერებს საქართველოს პარლამენტიდან“, – განაცხადა დეკანოიძემ.