ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ პარტიის ოფისთან კასრები და შეშა ახალგაზრდებს დისკოთეკისთვის აქვთ მიტანილი
ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ პარტიის ოფისთან კასრები და შეშა ახალგაზრდებს დისკოთეკისთვის აქვთ მიტანილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ პარტიის ოფისთან კასრები და შეშა ახალგაზრდებს დისკოთეკისთვის აქვთ მიტანილი.

„არ ვიცი, ერთადერთი, რაც ვიცი, ახალგაზრდებმა მოაწყეს დისკოთეკა. ჩვენი ორგანიზაციის ახალგაზრდულმა მოაწყო დისკოთეკა. დიდი ხანია, აქ არიან, ძალიან ბევრი ახალგაზრდაა და უნდათ, ჰქონდეთ ასეთი ადგილი. გათბობას ემსახურება ალბათ, მე არ მინახავს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ თემის კომენტირებისას.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, სადაც მეორე დღეა, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ნიკა მელიას მხარდასაჭერად მიდიან, შეშა და კასრები მიიტანეს.