სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვიზიტი

12:32, 19.11.2026

აზერბაიჯანში აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით მყოფი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თამაზ ბორაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ალი ნაგიევს შეხვდა. განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენები და საერთაშორისო უსაფრთხოების წინაშე მდგარი თანამედროვე გამოწვევები. ხაზი გაესვა გლობალური საფრთხეების დაძლევის პროცესში ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობას. თამაზ ბორაშვილმა აზერბაიჯანელი კოლეგა საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

მსგავსი