ევროპარლამენტარები არასამთავრობოების დაფინანსების გამჭვირვალობას ითხოვენ – გამოხმაურება
„აიკრძალოს ევროკავშირის სახსრების ლობირებისთვის გამოყენება და საჯარო გახდეს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაცემული გრანტების შესახებ ინფორმაცია“ – ამ რეკომენდაციით მიმართავენ ევროკომისიას „ევროპის სახალხო პარტიისა“ და „ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმატორთა“ წევრები. გამოცემა ,,პოლიტიკოს” ცნობით, ანგარიშში თანხების ხარჯვის მონიტორინგის გაუმჯობესებაზეა საუბარი. დოკუმენტის ავტორების, დირკ გოტინკისა და კარლო ფიდანცას განმარტებით, არ დადასტურებულა, რომ კომისია არასამთავრობოებს საკუთარი ინტერესების ლობირებისთვის უხდიდა, თუმცა, დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის ბიუჯეტით, სხვა ინსტიტუტების ლობირება დაუშვებელია, წესების დამრღვევ ორგანიზაციებს კი მომავალში ფინანსებზე წვდომა უნდა შეეზღუდოთ. ანგარიშში ევროკომისია და კლიმატისა და გარემოს აღმასრულებელი სააგენტო გამჭვირვალობის ნაკლებობის გამოც გააკრიტიკეს. შეგახსენებთ, სამუშაო ჯგუფი გასული წლის ივნისში მას შემდეგ შეიქმნა, რაც კონსერვატორებმა კომისია „მწვანე კურსის“ ლობირების დაფინანსებაში დაადანაშაულეს, თუმცა ჯგუფში მუშაობაზე უარი თქვეს „განახლების“, „სოციალისტებისა და დემოკრატების“ და „მწვანეების“ ფრაქციებმა. საკითხი შეაფასეს პოლიტიკურ სპექტრში.