ხატია დეკანოიძე - აბა, თქვენ იცით, აბა, ჩვენ ვიცით, არც ერთი ნაბიჯი უკან
ხატია დეკანოიძე - აბა, თქვენ იცით, აბა, ჩვენ ვიცით, არც ერთი ნაბიჯი უკან

აბა, თქვენ იცით, აბა ჩვენ ვიცით, ყველაფერი იმაზე მაგრად იქნება ვიდრე წარმოგვიდგენია, რადგან თქვენ ხართ შეუდარებელი, ყველაზე შეუდარებელი ადამიანები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, ყველაზე მნიშვნელოვანია გამძლეობა, სამართლიანი და მშვიდობიანი ბრძოლა.

„ჩვენ წყალს ვერ გავუშვებთ, რადგან მათ აქვთ ყველაფერი, მაგრამ ჩვენ გვაქვს შიშველი ხელები და სიმართლე. აბა, თქვენ იცით, აბა, ჩვენ ვიცით, არც ერთი ნაბიჯი უკან“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.