ხატია დეკანოიძე - ტელევიზიით გასულ ფარულ ჩანაწერებზე პროკურატურამ სისულელეები შეთხზა
ხატია დეკანოიძე - ტელევიზიით გასულ ფარულ ჩანაწერებზე პროკურატურამ სისულელეები შეთხზა

სასაცილოა და კარიკატურულია ეს ყველაფერი, – ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში 2021 წლის 6 მარტს გასული ფარული აუდიო ჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედურ შედეგებთან დაკავშირებით პროკურატურის დღევანდელი განცხადება.

მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით სისულელეები შეთხზეს.

„პროკურატურას როცა საზოგადოების მხრიდან ყველაზე დაბალი ნდობა აქვს და ადამიანი, რომელიც პროკურატურის სახელით ფალსიფიკაციაზე აკეთებდა აქცენტს, უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ მისი უშუალო უფროსების დავალებით, ეს ადამიანი ახდენს ძალიან ბევრი პოლიტიკური საქმის ფალსიფიკაციას. როცა ბრიფინგზე გამოვა და ვერ ჩამოყალიბდება, ფალსიფიცირებულია თუ – არა, აუთენტურია თუ – არა ჩანაწერი, ეს არის დადასტურება, როგორი მართლმსაჯულება გვაქვს. ერთი ვერ გავიგე, რას ნიშნავს მილი-სტები, მგონი, უნდა ჩამოყალიბდნენ, ქართულად მეტყველებენ თუ რას აკეთებენ. ამიტომ, სასაცილო და კარიკატურულია ეს ყველაფერი. ეს თემა ძალიან აწუხებდათ, რომელიც აჩვენებდა, რომ ბერა, ასევე ბიძინა ივანიშვილების ოჯახი იყენებდა გავლენებს ადამიანების დასასჯელად და ეს გრძელდება. ამიტომ გამოვიდნენ და სისულელეები შეთხზეს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

საქართველოს პროკურატურამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში 2021 წლის 6 მარტს გასული ფარული აუდიო ჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. საუბარია ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილის, ანზორ ჩუბინიძის ფარულ სატელეფონო ჩანაწერებზე.

როგორც პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილის, ანზორ ჩუბინიძის ტელეფონებზე მიყურადება მიმდინარეობდა 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე, რედაქტირების შემდეგ მიღებულია შეცვლილი შინაარსის აუდიო ჩანაწერები