ხატია ბუნიათიშვილისა და სალომე ზურაბიშვილის საუბარი ფრანგულ რადიოში [ვიდეო]
ხატია ბუნიათიშვილისა და სალომე ზურაბიშვილის საუბარი ფრანგულ რადიოში [ვიდეო]

19 მარტს ფრანგული რადიოს ეთერში, სტეფან ბერნის გადაცემაში მიწვეული იყო პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი.

გადაცემის წამყვანმა ხატია ბუნიათიშვილის ახალი ალბომი წარადგინა და ისაუბრა მის შემოქმედებაზე.

გადაცემის ავტორებმა ქართველ პიანისტს სიურპრიზი მოუმზადეს და გადაცემაში ჩართეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. სალომე ზურაბიშვილმა ხატია ბუნიათიშვილის შემოქმედება ევროპაში ქართული კულტურის წარმატების შესანიშნავ მაგალითად შეაფასა და მას წარმატებები უსურვა.

პრეზიდენტის თქმით, ამიტომაც არის მისი პრიორიტეტი, რომ საქართველო თავისი კულტურით ევროპული კულტურის ნაწილი გახდეს. თავის მხრივ, ხატია ბუნიათიშვილმა წარმატებები უსურვა სალომე ზურაბიშვილს ქვეყნისთვის მრავალი გამოწვევისა და სირთულეებით სავსე პერიოდში.